ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 
სიახლეები
ფორმალური განათლებისა და არაფორმალური სწავლების ურთიერთქმედება
საზოგადოების გარკეული ნაწილი განათლების სფეროს აღიქვმს ჩვეული სტერეოტიპებით: განათლება - ეს არის ბაგა-ბაღი, სკოლა, უნიერსიტეტი (ზოგს მოგვიანებით ახსენდება, რომ კიდევ არსებობს პროფესიული კოლეჯიც) და ამ კატეგორიას მიაჩნია, რომ მხოლოდ ფორმალური განათლების ეს სასწავლო დაწესებულებები სრულად ასახავენ მეტად მნიშვნელოვან სოციალურ სფეროს. ამიტომაც არავის არ გვიკვირს, რომ სახელმწიფოს ფინანსური რესურსები და საკანონმდებლო აქტები (სახელმწიფო კანონები თუ უწყებრივი რეგულაციები) ძირითადად მიმართულნი არიან მხოლოდ ფორმალური განათლებისაკენ, როგორც სოციალური პოლიტიკის განსაკუთრებული სფეროსკენ.
შეგირდობის/მოწაფეობის ინსტიტუტი - თანამედროვე ეპოქაში
შეგირდობა - სახელობო (პროფესიული) სწავლების უძველესი და მთელ რიგ ქვეყნებსა და დარგებში დღემდე წარმატებულად მოქმედი ინსტიტუტია. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ის მიიჩნევოდა ხელობის დაუფლების ერთ-ერთ და ყველაზე შედეგიან მეთოდად. ორგანიზებული ფორმით შეგირდობა XX საუკუნემდე მასიურად გამოიყენებოდა მთელ ცივილიზებულ სამყაროში. როგორც სწავლების ფორმა და მეთოდოლოგია ის დღემდე შემორჩა და აქტიურად გამოიყენება არაბული ქვეყნების ტრადიცილ დარგებში. არაბულ სამყაროში მას უწოდებენ „შაგირდ უსტაზ“. შეგირდისა და ოსტატის ინსტიტუტი საუკუნეების განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოშიც. ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ თვით ტერმინები - „შეგირდი“ და „შეგირდობა“ არაბულიდანაა წარმოშობილი.
1 2 3 4 5
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამაxxxxსაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE