ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 

დედამიწაზე თურმე ძუძუმწოვარ ცხოველთა და ფრინველთასახეობათა რაოდენობაზე   მეტი   ფუტკრის სახეობა არსებობს   ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბუნების ისტორიის ამერიკულიმუზეუმის სპეციალისტი ჯონ აშერი (John Ascher ) და მისი კოლეგები, რომლებმაც ჩაატარეს დღეისათვის ცნობილსახეობათა აღწერა. მათი მონაცემებით მსოფლიოში 19.200 - ზე  მეტი სახეობის ფუტკარი ბინადრობს. 

 

სრულ სიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

http://www.discoverlife.org/mp/20q?guide=Apoidea_species

 

ფუტკრის სახეობათა სია ბუნების ისტორიის მუზეუმმა შეადგინა მონაცემთა ბაზის ფორმირების პროექტის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. პროექტის ძირითად მიზანს   გეოგრაფიული მდებარეობის აღწერა(გეოგრაფიული ლოკალიზაცია) და მცენარეთა მიმართ   საზოგადოდ ცნობილი ფუტკრის სახეობების "უპირატესობის" გამოვლენა წარმოადგენდა.

 აღწერით დადგინდა, რომ ფუტკრის სახეობათა უმეტესი ნაწილი განცალკევებული ან  პრიმიტიული საზოგადოების ცხოვრების წესს მისდევს. მრავალი სახეობა სხვა ორგანიზმებზეპარაზიტირებას ეწევა. ამ სახეობების ფუტკარი არ აწარმოებს თაფლს, მაგრამ ასრულებსმცენარეთა დამტვერიანების ძალზე მნიშვნელოვან პროცესს.

 

თაფლს ამზადებს სახეობათა შედარებით მცირე რიცხვი, მათ შორის საყოველთაოდ ცნობილითაფლმგროვი სახეობის ფუტკარი - Apis mellifera. საინტერესოა, რომ ამ სახეობათა თითქმის სრული ჩამონათვალი წარმოდგენილია ტროპიკული ქვეყნების ტერიტორიაზე. არანაკლებ საინტერესო და საოცარია, რომ ტროპიკულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ამ სახეობების ფუტკარს არ გააჩნია ნესტარი.

 

სხვა და სხვა ქვეყნების მეცნიერთა კვლევების შედეგად ფუტკრის სამყაროში ბოლო დროს გამოიკვეთა საკმაოდ საგანგაშო პროცესები. უკანასკნელი   წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში თაფლმგროვ ფუტკრებს შორის გამოვლინდა ე.წ."კოლონიების ნგრევის სინდრომი". ეს სინდრომი ვლინდება იმაში, რომ ფუტკრები მასიურად სტოვებენ მშობლიურ სკებს და საკუთარშთამომავლობას, საფუტკრეების მიდამოებში მეფუტკრეები ვერ პოულობენ ვერც გაქცეულ ოჯახებს და ვერც დაღუპულ ფუტკარს.

 

მეცნიერებმა „კოლონიებს ნგრევის სინდრომი“ მასიურად უკვე აღნიშნეს ა.შ.შ. - ში, გერმანიაში, შვეიცარიაში და საბერძნეთშიც. ზოგიერთი მონაცემებით, მაგალითად, ა.შ.შ. - ში „კოლონიების ნგრევის სინდრომის“   შედეგად ფუტკრის რიცხოვნობა შემცირდა 25 პროცენტით.

 

მთელს მსოფლიოში ამ პროცესს ემატება დაავადებათა გავრცელება, რომელსაც მოჰყვება ფუტკრის დიდი რაოდენობით დაღუპვა.

ადამიანების ნაწილისთვის ფუტკარი პირველ რიგში მხოლოდ თაფლთან ასოცირდება. რა თქმა უნდა თაფლი - საჭირო და სასარგებლო პროდუქტია, მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებიც აქტიურად გამოიყენება ფარმაციაში და კოსმეტოლოგიაში, მაგრამ ფუტკარი - მხოლოდ თაფლის და ამ პროდუქტების მომტანი მწერი არ არის. მას   მცენარეთა დამტვერიანებაში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს. ფუტკარს უდიდესი დანიშნულება გააჩნია ბუნების ჯანსაღ განვითარებაში. არა ერთხელ აღინიშნა (მ.შ. საერთაშორისო დონეზეც), რომ ქართული რუხი ფუტკარი უნიკალური მახასიათებლების მქონეა. გარდა იმისა რომ ქართული ფუტკარი გამოირჩევა ფერით, მას ახასიათებს ყველაზე გრძელი ხორთუმი (7,2მმ), რომლის საშუალებითაც ღრმა სანექტრეებიდანაც შეუძლია მოიპოვოს ნექტარი. რუხ ფუტკარს ახასიათებს ჭარბი ბუსუსიანობა, რაც შესაძლებლობას აძლევს მას შეაგროვოს მეტი რაოდენობის ყვავილის მტვერი. ამასთან ქართული ფუტკარი არააგრესიულია, ამ უნიკალურობის გამო მას მოფრთხილება ესაჭიროება და შენარჩუნება-გამრავლებაზე ზრუნვა სახელმწიფოებრივ საქმედ უნდა იქცეს. 

 

სამწუხაროდ ვერ ვამჩნევთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები, სპეციალიზებული სამეცნიერო დაწესებულებები (თუ შეგვრჩა ასეთი?) ან მრავალრიცხოვანი (საკმაოდ დაფინანსებული) ბუნების დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციები იჩენდნენ მცირე დაინტერესებასაც კი ამ პრობლემის მიმართ. რეალურად არც ვიცით რა ვითარება ყალიბდება ამ მხრივ საქართველოში? სამწუხაროდ არავინ   იცლის ამისთვის. იმავდროულად უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ ფუტკრის პრობლემები - მრავალი მძიმე ეკოლოგიური პრობლემის შედეგია, ხოლო მისი გადაშენება შესაძლოა არანაკლები მნიშვნელობის და სიმძიმის   პრობლემების წარმოშობის მიზეზი გახდეს. დავუფიქრდეთ ამას! 

 

დარწმუნებულები ვართ, რომ ამ რთული პრობლემის სრული გათვითცნობიერების გზაგანათლებაზე გადის, ამიტომ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ  საქართველოს მეფუტკრე-ფერმერების გაერთიანებისა და პროფესიული განათლების ფონდის წამოწყებასსპეციალიზებული სასწავლო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მეფუტკრეობის თაობაზე ცოდნის გავრცელებას, მეფუტკრეობის მიმართ თანამედროვე ხედვის ჩამოყალიბებას და პროფესიონალი მეფუტკრეების მომზადებას. ვიმედოვნებთ, რომ მოქალაქეთა მიერ აქ მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების გადაწყვეტას.


ავტორი: ეკატერინე გაბაშვილი, ბიოფიზიკოსი

 

 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამაxxxxსაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE