ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 

მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავების კონფერენცია


მეფუტკრე ფერმერთა გაერთიანების „ქართული ფუტკარი“- ს ინიციატივით; საქართველოს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს; შპს „მეთაფლია“- ს; შპს „კავკასუს ეკო“-ს; საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის; მეფუტკრეთა რეგიონალური გაერთიანებების მონაწილეობით და საქართველოს პროფესიული  განათლების ფონდის მხარდაჭერით 2014 წლის 30 -31 იანვარს ფონდის ოფისში გაიმართა პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა „მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგიის“  პროექტის შემუშავებას.

პროექტის შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების ფონდის მთავარმა ექსპერტმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა ქ-მა ვენერა სტეფანიშვილმა.

 

პროფესიული განათლების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ბ-მა ალექსანდრე ეჯიბაძემ  საინიციატივო ჯგუფს გააცნო სტრატეგიის შემუშავების აპრობირებული და აღიარებული მეთოდოლოგიური მიდგომები.

 

კონფერენციის მომზადების პროცესში საინიციატივო ჯგუფისთვის მიწოდებული წინადადებების გათვალისწინებით კონფერენციის მონაწილეებმა მოახდინეს სტრატეგიის ძირითადი მიზნებისა და ამოცანების დასახვა, აგრეთვე სტრატეგიული მიმართულებების და მათი რეალიზაციის გზების განსაზღვრა.

 

კონფერენციის მონაწილეთა გადაწყვეტილებით მეფუტკრე ფერმერთა გაერთიანებებში ფართო განხილვის შემდეგ სტრატეგიის პროექტი წარედგინება საქართველოს მთავრობას.  

 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამაxxxxსაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE