ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 

შობისა და ახალი წლის დღესასწაული - სასწაულებით აღსავსე სამყაროა სადაც ყველაფერი  ანათებს, ბრწყინავს და გაჯადოვებსგიჩენს სურვილს მოუწყო საყვარელ ადამიანებს  განსაკუთრებული, ჯადოსნური დღესასწაული

 

 

12, 13 და 14 დეკემბერს  

საქართველოს პროფესიული განათლების ფონდი, პროფესიული სასწავლებელი “INTERSERVICE”, დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენია შევარდნაძე“, რესტორანი „ბაბილო სანაპიროზე“ და შემოქმედებითი ჯგუფი „Dress Room“ გთავაზობენ გახდეთ უნიკალური პროექტის მონაწილე, რომელმაც გააერთიანა არტ კრეატივი, ფლორისტული ხელოვნება, საოცარი ხელნაკეთობები და საშობაო-საახალწლო განწყობა.

 

თვალსაჩინო მასტერ კლასები, არაჩვეული ნაძვის ხის ინსტალაციები, საახალწლო  და საშობაო დეკორი, ხელნაკეთობები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, საჩუქრები ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის - გამოიყენეთ ეს უნიკალური შანსი წლის ყველაზე ჯადოსნურ პერიოდში.

ესტუმრეთ ღონისძიებას! თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა აირჩიოთ საშობაო - საახაწლო ინსტალაციის ორიგინალური ვარიანტი და გადაწყვიტოთ რა სახის დეკორი მოუხდება თქვენი სახლის ან დაწესებულების  გაფორმებას.  

თითოეული შემოთავაზებული კონცეფცია, მთლიანად ან ნაწილობრივ, შეიძლება განხორციელდეს:

ბინებსა ან აპარტამენტებში;

- ქალაქგარე სახლებში, აგარაკებზე;

 - სასტუმროებსა და რესტორნებში;

- ბიზნეს ცენტრებსა და ბუტიკებში;

- ოფისებში და კორპორატიული ფართობის სივრცეში.

 

ღონისძიების მსვლელობის დროს მოგეცემათ შესაძლებლობა ესაუბროთ გამოცდილ დეკორატორებს, მზარეულებსა და პროექტის მენეჯერებს, რათა განიხილოთ შემდგომი თანამშრომლობის მოსახერხებელი ვარიანტი, აგრეთვე შეიძინოთ საშობაო - საახალწლო დეკორირებისთვის საჭირო ელემენტები.   

თქვენი სურვილის შემთხვევაში პატარა სტუმრებისთვის შედგება საინტერესო პროგრამა მასტერკლასებით, კონკურსებითა და პრიზებით.


მასტერ - კლასის პროგრამაშია:
 


12 დეკემბერი „წელიწადში 12 თვე  მყუდრო ოჯახურ გარემოში“: დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენია შევარდნაძე“

-         საახალწლო არტ დეკორი ინტერიერში და ექსტერიერში/ ზურიკო შევარდნაძე

-         საახალწლო ნაძვის ხეების ინსტალაცია/ზურიკო შევარდნაძე, ლუდმილა მორგოშია

-         საშობაო ტკბილეულობის და ჩაის დეგუსტაცია/ზურიკო შევარდნაძე

-         გამოფენა-გაყიდვა

 

13 დეკემბერი  „სუფრის გაფორმების 13  იდეა“: რესტორანი „ბაბილო სანაპიროზე“  -თავისი საქმის დიდოსტატები მოახდენენ ხელოვნებისა და კულინარიის საოცარი შეხამების დემოსტრირებას

-         საახალწლო კერძების მომზადება და გაფორმება/ ანდრო ...

-         სუფრის დეკორი/ლუდმილა მორგოშია

-         საჩუქრების მომზადება/ლუდმილა მორგოშია

-         ნაძვის ხის ინსტალაცია/ლუდმილა მორგოშია

-         გამოფენა-გაყიდვა

 

14 დეკემბერი „ახალი 2014 წლის მასტერ კლასების  ფესტივალის გახსნა“:

საქართველოს პროფესიული განათლების ფონდი, პროფესიული სასწავლებელი “INTERSERVICE”  - მასტერ კლასები „საშობაო-საახალწლო განწყობა“

-         მასტერ კლასი: ხელნაკეთი ფლორისტული იდეები საშობაო-საახალწლო გარემოში /ლუდმილა მორგოშია

-         მასტერ კლასი ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის: ხელნაკეთი საშობაო ანგელოზი /სოფო იოსებიძე

-         მასტერ კლასი: ხელნაკეთი საბავშვო საკარნავალო კოსტუმები /სოფო იოსებიძე

-         მასტერ კლასი ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის: მინის მხატვრული მოხატვა, ხელნაკეთი საახალწლო საჩუქარი/ლუდმილა მორგოშია

-         გამოფენა-გაყიდვა

-         საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატების გადაცემა

 

პროგრამაშია - ყავა, ჩაი და ტკბილეულობა, საშობაო-საახალწლო განწყობა, აგრეთვე ყველა კითხვებზე პასუხის და გამნარტების მიღება. 

 სამ საკუთარ ნამუშევარს მონაწილეები წაიღებენ სახლში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:  ტელ. 571 333 881;  ან   ifdm_style@yahoo.com; დაზუსტებისათვის იხილოთ: http://education.ge/


 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამაxxxxსაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE