ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 

სასწავლო ცენტრი „უნივერსი“ - ს შექმნის პროექტი


საქართველოს მეფუტკრე-ფერმერთა გაერთიანებასთან ერთობლივად პროფესიული განათლების ფონდი ახორციელებს სპეციალიზებული სასწავლო ცენტრის  შექმნის პროექტს.

 

ცენტრი განლაგდება გაერთიანების ერთ - ერთი დამფუძნებელი კომპანიის შენობაში (მისამართზე გორგასალის ქუჩა #4 ა).

პროფესიული მომზადების ცენტრის შექმნის იდეა განაპირობა, ბუნებრივი და კლიმატური  შესაძლებლობების გათვალისწინებით,  ქვეყნის სოფლის მეურნეობისთვის ისეთი მნიშვნელოვანი დარგის, როგორიცაა მეფუტკრეობა, განვითარების მოთხოვნილებამ და ამ მიზნით დაინტერესებული მოსახლეობისა და მოქმედ მეწარმეთათვის სპეციალური პროფესიული ცოდნის მიწოდების აუცილებლობამ. ცენტრის ფუნქციონალურ ჩამოყალიბებასა და სასწავლო მასალების შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობენ მეფუტკრეობის, მისი პროდუქტების გადამუშავების წამყვანი მეცნიერები და პრაქტიკოსი სპეციალისტები.

 

პროგრამით დასახული მიზნების მისაღწევად სასწავლო ცენტრ „უნივერსის“ სტრუქტურაში იქმნება მეფუტკრეობის სპეციალიზებული სასწავლებელი, ხოლო სხვა პროგრამების განხორციელებისთვის  - სასწავლო სტუდიები და შემოქმედებითი სახელოსნოები, რომელთა მუშაობას გაუძღვებიან დარგში უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები.

 

საქართველოს პროფესიული განათლების ფონდი და მეფუტკრე-ფერმერთა გაერთიანება გამოთქვამენ დაინტერესებას საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების და სპონსორების თანამონაწილეობაში.

 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამაxxxxსაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE