ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 

პროექტი: მეფუტკრის საგანმანათლებლო სტანდარტი

 

განათლების ხარიხის განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფსიულ კვალიფიკაციათა სისტემის ხელშეწყობის“ფარგლებში საქართველოს პროფესიული განათლების ფონდმა და საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა გაერთიანებამ „ქართული ფუტკარი“, საქართველოს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს, მეფუტკრეთა რეგიონალურ გაერთიანებების, შპს „მეთაფლია“- ს, შპს „კავკასუს ეკო“-ს; საქართველოს მეფუტკრეთა კავშირი - ს თანამონაწილეობით განახორციელეს მეფუტკრის საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების პროექტი.

 

სტანდარტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის მთავარი ექსპერტი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი - ქ-ნი ვენერა სტეფანიშვილი; ფონდის გამგეობის თავმჯდომარე - ბ-ნი ალექსანდრე ეჯიბაძე; მეფუტკრე ფერმერთა გაერთიანების „ქართული ფუტკარი“ პრეზიდენტი -  ბ-ნი გიორგი კეპაშვილი; საქართველოს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო უფროსის მოადგილე  - ბ-ნი თენგიზ კალანდაძე; შპს „მეთაფლია“- ს დირექტორი, სწავლული მეფუტკრე - როლანდ ზირაქიშვილი; შპს „კავკასუს ეკო“-ს ექსპერტი - დემურ დარსანია; ქობულეთისა და კაჭრეთის პროფესიული კოლეჯების პრაქტიკული სწავლების მასწავლებლებმა გიორგი რომანაძემ და ილია ხარაზიშვილი და სხვები.

 

მეფუტკრის საგანმანათლებლო სტანდარტის ვალიდაციის პროცედურაში ჩართულნი იყვნენ: ს/ს  „აპი-ფიტო“- ს,  მეფუტკრეთა რეგიონალური გაერთიანების წარმომადგენლები, აგრეთვე  ტექნოლოგები და პრაქტიკოსი სპეციალისტი საქართველოს დასავლეთიდან - აღმოსავლეთ რეგიონამდე: მუხურის მეფუტკრეთა გაერთიანების თავმჯდომარე  ბ-ნი ბონდო აბაშიძემ და კარდენახის მეფუტკრეთა გაერთიანების თავმჯდომარე ზაზა ქუმსიაშვილი, კომპანია „ბრეტი“-ს ძეგვის საფუტკრე მეურნეობის გამგე გელა თურქაძე და ა.შ.

 

განათლების ხარიხის განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფსიულ კვალიფიკაციათა სისტემის ხელშეწყობის პროექტის“ ხელმძღვანელმა    ქ-მა თეა სიფრაშვილმა, სტანდარტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის ოფისში 2014 წლის 30 იანვარს მოწყობილ შეხვედრაზე  სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს გადასცა ეროვნული ცენტრის მადლობის სიგელები. 

 

მეფუტკრეობის დარგის განვითარების სტრატეგიის პროექტით გათვალისწინებულია დამწყებ მეფუტკრეებისთვის სპეციალური სასწავლო კურსის სისტემატური ჩატარება, ხოლო მეფუტკრეობაში დასაქმებულებისათვის - ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დიაგნოსტიკა და შესაბამისი მოდულების მიხედვით პერიოდული სწავლება. ამ მიზნით საინიციატივო  ჯგუფის წევრების: ქ-ნი ვენერა სტეფანიშვილის, ბ-ნი ალექსანდრე ეჯიბაძეს და ბ-ნი გიორგი კეპაშვილის მიერ შემუშავებულია მეფუტკრეების არაფორმალური სწავლების მოდულური პროგრამა, აგრეთვე თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასების 240  ტესტი.

 

აგრეთვე საქართველოს პროფესიული განათლების ფონდი და საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა გაერთიანება „ქართული ფუტკარი“ თავაზობენ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს პროფესიული კოლეჯების მეფუტკრეობის თეორიული და პრაქტიკული სწავლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ჩატარებას თეორიულ - პრაქტიკულ ციკლში და პროფესიულ პედაგოგიკაში. 

 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამაxxxxსაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE