ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდს შორის ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი

 

მემორანდუმის მიზანია:  
• პროფესიული მომზადება - გადამზადების მობილური სისტემის  მეშვეობით ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;  
• შრომით რესურსებზე ბიზნესის რეალური მოთხოვნების  შესწავლა და სათანადო კადრებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა დასახვა;
•  ინოვაციური პროექტების რეალიზაციისთვის პარტნიორებისა და დონორების მოძიებაში ორგანიზაციული  ურთიერთმხარდაჭერა და სხვა.
მემორანდუმი ითვალისწინებს:
  •  მეწარმეთა აქტიური ჩართვის, საწარმოებში სასწავლო უბნების, სახელოსნოების, სამოსწავლო ადგილების შექმნის ხელშეწყობის მეშვეობით, არაფორმალური პროფესიული მომზადება-გადამზადების მობილური სისტემის ჩამოყალიბებას.  
  • ქვეყნის წამყვანი და პირველ რიგში, მაღალი ტექნოლოგიების დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირების საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში აქტიურ ჩართვას.
  •  სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდითა და ფონდის თანამონაწილეობით,  საინფორმაციო, მეთოდური, სასწავლო, მომზადება-გადამზადების სათავო და რეგიონული ცენტრების შექმნას.
  • კვალიფიცირებული შრომითი რესურსის მონაცემთა ბაზის - HR & JOBS ჩამოყალიბებას, მეწარმეთა კვალიფიცირებულ კადრებზე მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და  კვალიფიცირებული მუშახელის დასაქმების ხელშეწყობას, აგრეთვე დასაქმების როცესში თანხლების  პრაქტიკის დანერგვას:
  •  პროფესიული მომზადების დამოუკიდებელ ექსპერტთა და შემფასებელთა სინდიკატის ჩამოყალიბებას. ექსპერტთა მეშვეობით სხვა და სხვა დარგებში დასაქმებული პერსონალის სამუშაო ადგილთან შესატყვისობის დადგენას, მომზადების მეშვეობით ცოდნის, უნარ-ჩვევების შევსაებას და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.
  •  პროფესიული მომზადებისა და გადამზადების, ტრენინგების, სტაჟირების, დისტანციური სწავლების და საკონსულტაციო მომსახურების  „ინტერნეტ - მაღაზიის“ შექმნას. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის წარმოების თანამედროვე ფორმების შემსწავლელი სემინარების და ტრეინინგების ორგანიზებას.  
  •  მეწარმეების,  შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების,  დიზაინერების და ვოლონტიორების დახმარებით უფროსკლასელთა და სკოლადამთავრებულთა პროფესიონალიზაციისთის ყოველწლიური (იანვარი - მაისი) მიზნობრივი შოუ - საღამოების  ჩატარებას, უფასო სწავლების და სხვა და სხვა სახის მომსახურების მოპოების კონკურსების ჩატარებით და ლატარიების გათამაშებით.   
  • მემორანდუმით დასახულ მიმართულებათა რეალიზაციისა და მხარდამჭერთა წრის გაზრდის მიზნით სისტემატურად PR აქციების (ბაზრობების, გამოფენების, კონკურსების და ა.შ.) ჩატარებას.
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამაxxxxსაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE