ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 

საზოგადოების გარკეული ნაწილი  განათლების სფეროს აღიქვმს ჩვეული სტერეოტიპებით: განათლება - ეს არის ბაგა-ბაღი, სკოლა, უნიერსიტეტი (ზოგს მოგვიანებით ახსენდება, რომ კიდევ არსებობს პროფესიული კოლეჯიც) და ამ კატეგორიას მიაჩნია, რომ მხოლოდ ფორმალური განათლების ეს სასწავლო დაწესებულებები სრულად ასახავენ მეტად მნიშვნელოვან სოციალურ სფეროს. ამიტომაც არავის არ გვიკვირს, რომ სახელმწიფოს ფინანსური რესურსები და საკანონმდებლო აქტები (სახელმწიფო კანონები თუ უწყებრივი რეგულაციები)  ძირითადად მიმართულნი არიან მხოლოდ ფორმალური განათლებისაკენ, როგორც სოციალური პოლიტიკის განსაკუთრებული სფეროსკენ.

 

ამავე დროს, ცივილიზებული სამყარო საკმაო ხანია მივიდა  დასკვნამდე, რომ დღევანდელ რეალობაში განათლების (რომელიც შეიძლება განიმარტოს როგრც ადამიანის არსებობისათვის საჭირო სოციალური ქმედება) და პროფესიული სწავლების (როგორც შრომის ბაზარზე მოთხოვნილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა)  შორის რეალურად არსებობს შემხვედრი თანაქმედება და, რომ მხოლოდ ფორმალური განათლება, მისი დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, უკვე არ არის საკმარისი. უფრო მეტიც, თავის დროზე მიღებული საბაზისო ცოდნა პიროვნების სოციალიზაციისა და შრომის სფეროში აქტიური მონაწილეობისათის ცხოვრების განმავლობაში უნდა ივსებოდეს მუდმივი განვითარებით, რასაც ფორმრლურ განათლებასთან ერთად  ხელს უნდა უწყობდნენ ამ სფეროს სხვა სეგმენტები - არაფორმალური (non-formal) და „ფორმალურგარეშე“ (in-formal) სწავლებაც, მათ შორის ისეთ ფორმებში, როგორიცაა -  ელექტრონული საშუალებებით დისტანციური სწავლება (E- learning), პროფესიული მომზადება სამუშაო ადგილზე (training in the workplace), ან შეგირდობა (apprenticeships) და სხვა. ესე იგი მსოფლიომ აღიარა, რომ ფორმალურ განათლებასთან ერთად  არაფორმალური სწავლებაც წარმოადგენს LLL  დოქტრინის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების განმავლობაში სწავლების ცნება ( Lifelong Learning - LLL) ევროპის საბჭომ შემოიღო  გასული საუკუნის 60 -ნი წლებში, მხოლოდ 90-ნი წლებიდან საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ის იქცა განათლების საყოველთაოდ აღიარებულ პარადიგმად.  UNESCO - მ ცხოვრების განმავლობაში სწავლებას მიაკუთვნა მსოფლიო განზომილების სტატუსი, ხოლო ახალ ევროპულ დინამიკასთან კავშირში ევროკავშირმა მემორანდუმითა და ლისაბონის სტრატეგიით აქცია ის ადამიანური რესურსების განვითარების ცენტრალურ თემად და მისი რეალიზაციისათვის შეიმუშავა ისეთი კონკრეტული ინსტრუმენტები, როგორიცაა ევროპული პასპორტი და ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩო (EQF). განათლების მინისტრთა სტამბოლის კონფერენციაზე მოხდა ცხოვრების განმავლობაში სწავლების ხუთი საკვანძო კომპეტენციის ფორმულირებაც.

სწავლება ცხოვრების განმავლობაში არ გულისხმობს ცოდნის ფრაგმენტების ქაოტურ დაგროვებას, ადამიანის მთელი არსებობა წარმოადგენს სწავლების მუდმივ პროცესს, რომლის შედეგადაც მიიღწევა ცნებების, ცოდნა-უნარების ათვისება და ღირებულებათა სისტემის ფორმირება.

 

LLL - ის პარადიგმასთან დაკავშირებით უპრიანი იქნება ვაღიაროთ საერთაშორისო დოკუმენტების შემდეგი განმარტებები:

  • დღეს უკვე შეუძლებელია სწავლების სხვადასხვა პრაქტიკების 70 -იან წელებში შემოღებული განსხვავებით მექანიკური დაყოფა:

-         ანუ, „ფორმალური - სტრუქტურირებული განათლებაა, რომელიც ემსახურება ზუსტად განსაზღვრული მიზნების მიღწევას, აღიარებული მოწმობებებისა თუ დიპლომების გაცემით;

-         ხოლო არაფორმალური სწავლება - ნებისმიერი საგანმანათლებლო აქტიობაა ფორმალური სისიტემის გარეთ, ინფორმალური კი - ყოველდღიურ ცხოვრებაში დაუპროგრამირებული სწავლებაა.                                                                                       

ამის საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ განათლების პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს საგანმანათლებლო ყველა სიტუაციას და პრაქტიკას.

  • მხოლოდ ფორმალური სასწავლო დაწესებულებები, ფორმალური სახის სწავლება ვერ შეძლებენ  ცალკეული ინდივიდების და ადამიანთა განსხავებული სოციალური ჯგუფებისა თუ თემების მოთხოვნილებათა სრულ უზრუნველყოფას.                                                                                                           Eurydices (ევროპაში საგანმანათლებლო სისტემის საინფორმაციო ქსელი) მონაცემებით ევროპელი სტუდენტები ფორმალური განათლების სასწავლო დაწესებულებებში  წლის განმავლობაში ატარებენ საშუალოდ 800 საათს  და იგივე მოცულობის დროს - კომპიუტერის, მობილური ტელეფონის ან ტელევიზორის ეკრანთან. ეს მონაცემიც კი  გვკარნახობს ინდივიდუალური, დამოუკიდებელი სწავლების მნიშვნელობისა და მისი შედეგების აღიარების აუცილებლობას ქვეყნებში არსებული კონტექსტის მიუხედავად.
  • ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არაფორმალური სწავლება არ წარმოადგენს ფორმალური განათლების ალტერნატივას, არამედ ასრულების შემდგომი დამოუკიდებელი, უწყვეტი სწავლების ფუნქციას, ემსახურება კვალიფიკაციის სრულყოფას ან მიღებულ განათლებაში „თეთრი ლაქების“ შევსებას. ის არის ფორმალური განათლების დანამატი და ერტობლიობაში ორივე წარმოადგენენ ცხოვრების განმავლობაში სწავლების (LLL) შემადგენელ ნაწილებს. იმავდროულად გააჩნიათ განსხაებული ამოცანები და თითოეული მიისარაფის თავისი მიზნებისა და შედეგების მისაღწევად. ადამიანის დასაქმების თვალსაზრისით მათ შეაქვთ სპეციფიკური წვლილი, ოღონდ ამ საქმეშიც გააჩნიათ ყურადსაღები საზღვრები.
  •   თვით არაფორმალური სწავლება შეიცავს ინფორმალურ სწავლებას, ანუ სხვა კონტექსტებში ცოდნისა და კომპეტენციების არაგეგმაზომიერ, სპონტანურ შეძენას, აგრთვე საწარმოებისა და სხვა სტრუქტურების მიერ მიზანდასახულ სწავლებას, რომლებსაც, როგორც წესია, არ აღიარებენ პროფესიული სასწავლებლები და პროფესიული განათლების სახელმწიფო სისტემა.

ევროპის საბჭოს დოკუმენტებით განისაზღვრა არაფორმალური სწავლების მახასიათებლები,  ნიშნები და პრინციპებიც:

  • არაფორმალური სწავლება თავის ხასიათით - ნებაყოფლობითია;
  • ხელმისაწვდომია ყვეასათვის;
  • მიიღწევა სახვადასხვა ადგილას და განსხვავებულ სიტუაციაში;
  • წარმოადგენს პედაგოგიურ მიზნებთან დაკავშირებულ სასწავლო პროცესს;
  • თავაზობს ცხოვრების განმავლობაში სწავლების სხვა შემადგენელ ნაწილებთან (კერძოდ, ფორმალურ განათლებასთან) დაკავშირებულ დანამატს;
  • წარადგენს კომპეტენციების უპირატესობებს ყოველდღიურ ცხოვრებასთან და აქტიურ მოქმედებასთან მიმართებაში;
  • ეყრდნობა გამოცდილებასა და ქმედებას, მიისწრაფის ბენეფიოციართა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ.

ევროპის საბჭო აქტიურად უჭერს მხარს არაფორმალური სწავლების აღიარების აუცილებლობას / რეკომენდაცია 2003 (8); ევროპის საბჭოს და რესურსცენტრის SALTO - ს ერთობლივი კონფერენციის მასალები, ქ. ლოივენი, 2005: ევროპული პორთფოლიო ახალგაზრდა ლიდერებისათვის და არაფორმალური სწავლების პროვაიდერებისათვის (2007); ETF - ის (ევროპის პროფესიული მომზადების ფონდი) მიერ პარტნიორ ქვეყნებში ჩატარებული კვლევები და რეკომენდაციები და ა.შ. /  განათლების ევროპულმა პოლიტიკამ დაამკვიდრა სწავლების უწყვეტი პროცესის თეზისი, რომელიც აისახება საგანმანათლებო ქმედებების აღიარების სისტემის მეშვეობით. ანალიტიკოსი - ექსპერტები აღნიშნავენ  დღეს არსებული აღიარების ორი ფორმის სხვაობას:

  • სერტიფიკაციას  - რომელიც, როგორც ფორმალური განათლების ელემენტი, წარმოადგენს ინსტიტუციონალურად მიღებული განათლების ოფიციალურ აღიარებას (პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომი ან მოწმობა, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო);
  • ვალიდაციას - რომელიც გაშლილად ასახავს კომპეტენციებისა და ცოდნის სრულ პალიტრას, მიუხედავად იმისა თუ რა დროს და სად იქნა მიღწეული მათი ათვისება.

სერტიფიკაცია წარმოადგენს ინსტიტუციონალური თავლსაზრისით დამკვიდრებულ, კარგად ცნობილ პროცესს, ხოლო ვალიდაცია შედარებით ახალი და უჩვეულო ფორმაა. ის ერთდროულად შეიძლება ეხებოდეს როგორც პროფესიულ კომპეტენციებს, რომლებიც მიეკუთნებიან მკაცრად განსაზღვრულ სამუშაო ადგილის კომტექსტს,  აგრეთვე ასახავდეს საზოგადოებაში არსებობისათვის აუცილებელ უნარებს (მაგ. სამოქლაქო, თუ კულტურათაშორისი კომპეტენციები) და ითვალისწინებდეს განათლების ყველა ფორმას, მათ შორის არაფორმალურ სწავლებას.

 

ამ თვალსაზრისით ვალიდაციის პროცესის დანიშნულებაა „ხილული გახადოს თვით სწავლება და მისი შედეგი“, გამოკვეთოს და აღიაროს კომპეტენციების ერთიანობის ღირებულება, რომლებიც ინდივიდმა შეიძინა არასასკოლო გარემოში, არაფორმალური სწავლების მეშვეობით.

ევროპის საბჭოს სხვადასხვა სტუქტურბის ანალიზი და დაკვირვება ცხადჰყოფენ, რომ არაფორმალური განათლებისა და მისი აღიარების მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს იჩენენ მეწარმეთა სექტორალური გაერთიანებები, სხვადასხვა ასაკის სამუშაოს მაძიებლები, დასქმებულები - საწარმოო ტექნოლოგიების განახლებასთან დაკავშირებით, ახალგაზრდები, რომლთაც სურთ პროფესიული განვითარება, მარგინალური ჯგუფებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები.

 

 

პროფესიული განათლების ფონდი მოუწოდებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხოვრების განმავლობაში სწავლების განხორციელების მიზნით ყველა დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით  - ერთობლიად ავაგოთ ხიდები  ფორმალურ განათლებასა და არაფორმალურ სწავლებას შორის. 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამაxxxxსაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE