ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაში კერძო ინიციატივის ჩართულობის თემაზე კონფერენცია გაიმართა, რომელიც გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

 

კონფერენციის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისათვის პროფესიული განათლების განვითარების სამოქმედო გეგმისა და პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის თაობაზე რეკომენდაციების გაცნობა.  

 

პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიაში, რომელსაც ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად მიჩნეულია კერძო სექტორის გააქტიურება და  პროფესიულ განათლებაში ჩართულობა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამინისტროს  სტრუქტურული ერთეულებისა და ბიზნესის 30-მდე  წარმომადგენლი. >>>>>

 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამაxxxxსაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE