პროფესიული სასწავლებელი “INTERSERVICE”- ს პროექტი: “მზარეულის პროფესიული მომზადების კურსი”
საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის წევრი პროფესიული სასწავლებელი “INTERSERVICE” ახორციელებს მომზადების ინტენსიურ კურსს შრომის ბაზარზე მოთხოვნილ და დასაქმების მაღალი შანსის მქონე პროფესიაში:
- მზარეული - ოსტატი - სწავლის ხანგრძლივობა 3 თვე;
- მზარეული - შეფი (მხოლოდ 3 წელზე მეტი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი მზარეულებისთვის) - სწავლის ხანგრძლივობა 3 თვემდე.
მზარეულის სენდვიჩ -კურსი ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ეფექტურ შერწყმას. კურსის გავლის შედეგად მსმენელს შეუძლია დაიწყოს მუშაობა ნებისმიერი ტიპის კვების ობიექტზე, შეძენილი ცოდნისა და უნარ - ჩვევების შესაბამის თანამდებობაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ: ტელ. 571 333 881; ან ifdm_style@yahoo.com; დაზუსტებისთვის იხილოთ: http://education.ge/