ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდმა ბიზნესის ხელშეწყობისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს  

/პალატის პრესრელიზი/

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც ხელს მოაწერეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, კახა ბაინდურაშვილმა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, ალექსანდრე  ეჯიბაძემ.

მემორანდუმის მიზანია, პროფესიული მომზადება-გადამზადების ხელშეწყობით ბიზნესის განვითარება, შრომით რესურსებზე ბიზნესის რეალური მოთხოვნების  შესწავლა და სათანადო კადრებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა დასახვა, ინოვაციური პროექტების რეალიზაციის დაფინანსებისთვის პარტნიორებისა და დონორების მოძიებაში ორგანიზაციული  ურთიერთმხარდაჭერა და სხვა.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს მეწარმეთა აქტიური ჩართვის, საწარმოებში სასწავლო უბნების, სახელოსნოების, სამოსწავლო ადგილების შექმნის ხელშეწყობის მეშვეობით, არაფორმალური პროფესიული მომზადება-გადამზადების მობილური სისტემის ჩამოყალიბებას. ქვეყნის წამყვანი და პირველ რიგში, მაღალი ტექნოლოგიების დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირების საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში აქტიურ ჩართვას.

მემორანდუმის მიხედვით გათვალისწინებულია:სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდითა და ფონდის თანამონაწილეობით,  საინფორმაციო, მეთოდური, სასწავლო, მომზადება-გადამზადების სათავო და რეგიონული ცენტრების შექმნა.

კვალიფიცირებული შრომითი რესურსის მონაცემთა ბაზის - HR & JOBS შექმნა და  დასაქმების ხელშეწყობა. პროფესიული მომზადებისა და გადამზადების, ტრენინგების, სტაჟირების, დისტანციური სწავლების და საკონსულტაციო მომსახურების  „ინტერნეტ - მაღაზიის“ შექმნა. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის წარმოების თანამედროვე ფორმების შემსწავლელი სემინარების და ტრეინინგების ორგანიზება. 

უკან
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამაxxxxსაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE