ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 

აკადემიის კონცეფცია იყო შეიმუშავებული EUROCHAMBRES მიერ ათი წლის 
წინ. თავდაპირველად აკადემიის ძალისხმევა და ყურადღება გამახვილებული 
იყო  ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატებზე, შემდგომ მან  გააფართოვა 
საქმიანობა და საქმიანობაში ჩართო ღონისძიებები აღმოსავლეთ ევროპაში, 
აზიასა და ლათინურ ამერიკაში.


 «East Invest» აკადემიის ძირითადი მიზნებია:
- აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, 
ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) ბიზნესის მხარდამჭერი 
ორგანიზაციების (BSO) ხელმძღვანელი კადრებისათვის სპეციალიზებული 
მომზადების ჩატარება. 


-  ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSO) მართვის გააძლიერება 
ყველა ასპექტით: ინტერესების მხარდასაჭერად/ წარმომადგენლობითი 
უნარები,  მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურება, წევრობის 
შენარჩუნება, ფინანსური მენეჯმენტი, ინვესტიციების მოზიდვა, 
ტერიტორიული მარკეტინგი და ა.შ.


- აღმოსავლეთი პარტნიორობის 6 ქვეყნის ბიზნესის მხარდამჭერი 
ორგანიზაციების (BSO) ხელმძღვანელების/ლიდერების 
კავშირების/კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობა.

 

 

საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის თანამშრომლებამ, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი ორგნიზაციის (BSO – Busines Support Organisatioin)   წარმომადგენლებმა, ევროკომისიის და ევროპალატის East Invest -2 პროექტის ფარგლებში გაიარეს მომზადება  BSO აკადემიაში:

- „ტრენერთა ტრენინგი“ სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და კვების პროდუქტების ექსპორტის საკითხებში ახალი ევრორეგულაციების და სტანდარტების მოთხოვნილების გათვალისწინებით;

- სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და კვების პროდუქტების ექსპორტის ადვოკატირება - ლობირებაში.

 

ამჟამად ფონდმა მიმართა წინადადებით საქართელოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს  East Invest -ის  BSO აკადემიაში მომზადებული ტრენერების მეშვეობით სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული დარგების წარმომადგენლებისათვის და კოოპერატივების წევრ ფერმერებისათვის ექსპორტის აქტუალურ საკითხებზე მიზნობრივი ტრენინგების ჩატარების თაობაზე.

უკან
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამაxxxxსაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE