ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 

ევროპული ალიანსის დაფუძნებას, რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს პროფესიული სწავლების ეფექტური ფორმის - შეგირდობის განვითარებას, საფუძველი ჩაეყარა 2013 წელს, ქ.ლაიფციგში.


თანამედროვე სახით შეგირდობის განვითარებისა და ამ მიზნით ევროპული ალიანსის შექმნის, მისი როლისა და ამოცანებისთაობაზე თავისი მოსაზრებები გამოხატეს: გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალურმა მინისტრმა იოჰანნა ვანკამ,აგრეთვე დასაქმების, სოციალური საქმეებისა და ინტეგრაციის ევროკავშირის კომისარმა ლასლო ანდორსმა და კომისარმაგანათლების, კულტურის,  მრავალენოვნებისა და ახალგაზრდობის საკითხებში  - ანდრულლა ვასილიუსმა. ახალგაზრდობისდასაქმების ხელშეწყობის პაკეტის ფარგლებში განათლების ახლებურად გააზრების აუცილებლობიდან გამომდინარე მათ მხარიდაუჭირეს შეგირდობის განვითარების ევროპული ალიანსის ჩამოყალიბებას.ალიანსის

 

როლი და ამოცანები 


ალიანსის ფარგლებში დაინტერესებული მხარეების - დასაქმებისა და განათლების ორგანოების ჩათვლით სახელმწიფოსა დაბიზნესის, სავაჭრო-სამრეწველო პალატების, კერძო  ინიციატივების, პროფესიული სწავლების პროვაიდერების  და სოციალურიპარტნიორობის ინსტიტუციების თანამშრომლობის და შეგირდობის განვითარების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მიღწევა.


დამფუძნებლების ჩანაფიქრით ალიანსმა ხელი უნდა შეუწყოს  შეგირდობის ფორმით სწავლების ხარისხის ამაღლებასა და ამ სახისპროფესიულ მომზადებაში მოწეფე-შეგირდების რიცხოვნობის გაზრდას მთელ ევროპაში, აგრეთვე შეგირდობის მიმართდამკვიდრებული (მოძველებული) დამოკიდებულების ტრანსფორმაციას და თანამედროვე ხედვის დამკვიდრებას.  შეცვლილ ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში შეგირდობა მოწოდებულია ემსახუროს   განათლებიდან - დასაქმებაზე ახალგაზრდობის შეუფერხებელ გადასვლას. მას შეუძლია შექმნას სამუშაო ადგილზე საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლების და რეალურსამუშაო პროცესებში ჩართულობის ეფექტური პირობები. შეგირდობის ფორმით ხარისხიანი სწავლება მომგებიანია არა მხოლოდსტუდენტებისთვის, არამედ სახელმწიფოს, საზოგადოებასა და დამსაქმებლებისთვის.გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქვეყნებში, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაოზე -ორიენტირებული სწავლების ძლიერი სისტემა,ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის უფრო დაბალი დონე აღინიშნება, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ამგვარი ხასიათის პროფესიულიმომზადება არ არის აღიარებული ჯეროვნად. ამ გარემოებებიდან გამომდინარე შეგირდობის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა იქცაევროკავშირის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ინიციატივად ახალგაზრდობის უმუშევრობის უმწვავესი პრობლემის გადაწყვეტაში,რომელმაც ბოლო წლებში უპრეცედენტო დონეს მიაღწია.


ამ ფაქტორების გათვალისწინებით ევროპული ალიანსი გეგმავს  თანამედროვე ფორმის შეგირდობის უპირატესობების აქტიურპროპაგანდირებას და პოპულარიზაციის კონცეფცია სწორედ ამ უპირატესობების მტკიცებულებებზე იქნება აგებული. მიზნებისმისაღწევად გარდა საერთაშორისო და პარტნიორი ქვეყნების რესურსებისა ალიანს განსაზრული აქვს კერძო სექტორისშესაძლებლობების მობილიზაცია, რადგან შეგირდობის განვითარებისა და სრულყოფისთვის საჭიროა კომპანიების ჩართულობა დაინვესტირებისთვის მზადყოფნა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ინიციატივის მხარდაჭერა.  


შეგირდობის წარმატებული ფორმითა და სქემებით ფორმირების ინიციატივების კოორდინაციისა და მხარდაჭერისთვის ალიანსს ჩამოყალიბებული აქვს მოქმედების სამი მიმართულება:


1. შეგირდობის სისტემის/ინსტიტუტის რეფორმირება;

2. შეგირდობის უპირატესობების პროპაგანდირება;

3. რესურსებისა და ფინანსირების წყაროების განსაზღვრა.


ალიანსი გამოხატავს ღრმა რწმენას, რომ ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესებში. ევპორულკომისიას ამ მხრივ შეუძლია მისცეს პროცესებს საჭირო ბიძგი და  შეუწყოს ხელი ურთიერთქმედებას, თვალ-ყური ადევნოსტენდენციებს და უზრუნველყოს გარკვეული ფინანსური მხარდაჭერა. ალიანსის გეგმებში კონკრეტული ღვაწლის შემტან  საკვანძოდაინტერესებულ მხარეებად განიხილებიან ევროპელი სოციალური პარტნიორები (BusinessEurope,UEAPME, ETUC, CEEP),ევროპალატა, ცალკეული კომპანიები და საწარმოები და ევროპელ მეწარმეთა მრგვალი მაგიდა. Cedefop განახორციელებსადმინისტრაციულ, მონიტორინგულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას, ETF - ჩაერთვება პარტნიორი - ქვეყნებისთვის ალიანსისპრინციპების მიწოდებაში.


საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის სტრატეგიული ხედვა (პროფესიული განათლების ტრანსფორმაციის პროგრამა,მემორანდუმები სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან) და მისი პრაქტიკული საქმიანობა(მეწარმეთა გაერთიანებებთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთობლივი ღონისძიებები) - სრულიად იდენტურია შეგირდობისთვისევროპული ალიანსის სტრატეგიულ პოზიციებსა და გეგმებთან. ფონდის ექსპერტების მიერ მუშავდება დასახული გეზის შესაბამისიპროგრამები და შეგირდობის თანამედროვე მიდგომების ამსახველი სასწავლო დოკუმენტების პაკეტები. ექსპერტები დარწმუნებულნიარიან ალიანსის მიერ დასახული კურსის აქტუალურობასა და წარმატებულობაში და მხარს უჭერენ მას!

ა.ეჯიბაძე,    

ფონდის გამგეობის თავმჯდომარე. 

 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამაxxxxსაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE