ქართული | English | Rусский
Poll
What do you think about the vocational studies in Georgia?
It has the highest level
It does not exist
It has a low level
I am not interested
 

საქართველოში დაფუძნდა მეფუტკრეთა გილდია

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა გაერთიანება „ქართული ფუტკარი“-ის, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო - ს, საქართველოს პროფესიული განათლების ფონდი - ის, საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის, ს/ს  „აპი - ფიტო“- ს ინიციატივით პალატასთან დაფუძნდა „საქართველოს მეფუტკრეთა გილდია“.

გილდიის დამფუძნებლებმა გააფორმეს შესაბამისი მემორანდუმი, მათი მონაწილეობით  შემუშავდა საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგია. დამფუძნებლებმა  აღიარეს გილდიის დაფუძნების აუცილებლობა, როგორც დარგის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და შეთანხმდნენ საქართველოში მეფუტკრეობის მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე, დარგის განვითარების სტრატეგიის განხორციელების  ხელშეწყობაზე, მისი რეალიზაციის მონიტორინგის პრინციპებზე. დარგის განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა გილდიის ფარგლებში არაფორმალური განათლების მხარდაჭერას.

მემორანდუმით განისაზღვრა თანამშრომლობის სფეროები და ფორმები. დადგინდა, რომ მხარეები მათი კომპეტენციის, ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და საწარმოო რესურსების გამოყენებით აქტიურ  მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნული სტრატეგიის შესატყვისი მიმართულებების განხორციელებაში.

 
 
Main About usPartnersOur ProgramxxxxExpert themesMemorandumsActivitiesContacts
  © 2024 Design by SPAR.GE